06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
„სამწუხაროა, რომ პრემიერმა ეს საკითხი დღის თემად აქცია“ - სერგი კაპანაძე ღამის კლუბების საკითხს აფასებს

უმრავლესობის აზრით, როდესაც საკითხი არასრულწლოვანთა პროსტიტუციის რისკს ეხება, ერთეული შემთხვევაც უკვე განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. პარლამენტში განმარტავენ, რომ პრემიერის განცხადებაც სწორედ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხეებს ეხებოდა.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თბილისის ცენტრში, ბარებში ადამიანები დისკრიმინაციას განიცდიან „სასაცილოა“. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრემიერი რეალური დისკრიმინაციის ფაქტებს ყურადღებას არ აქცევს.

„როდესაც ის დისკრიმინაციაზე საუბრობს, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში მართლაც არის სერიოზული დისკრიმინაციის პრობლემები, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეგიონებში, რასაც ყურადღებას არ აქცევენ და ამ დროს საუბარი იმაზე, რომ დისკრიმინაცია ხდება ქალაქის ცენტრში, კლუბებში, სადაც რაღაც კატეგორიის ადამიანებს არ უშვებენ, არის უბრალოდ სასაცილო. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერმინისტრმა დღის თემად აქცია ეს საკითხი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები