სამართალდამცველებმა გირჩის ოფისი სირცხვილის დერეფნის გავლით დატოვეს. პარტიაში მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ.
ჩხრეკა მუსიკალური თანხლებითაც მიმდინარეობდა. პოლიციის ჰიმნი ავტორმა - გოგა ხაჩიძემ ჩართო. პოლიტიკური ცენტრის წევრებმა სამართალდამცველებს წითელი ხალიჩებიც დაუგეს.
ექსპერტ კრიმინალისტებმა პარტიის ოფისში 31 დეკემბრის დაუმორჩილებლობის აქციაზე დათესილი 80 ძირი მარიხუანა დალუქეს. ნივთმტკიცებებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.