06 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის დაკავებულების საქმეს პროკურატურა სასამართლოსგან უკან გამოითხოვს

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანების საქმეზე დაკავებული ბრალდებულების - ნიკა ნარსიას, კახა გაბუნიას და მირიან დეისაძის მიმართ პროკურატურამ დღეს განრიდების გადაწყვეტილება მიიღო.

სამი ახალგაზრდა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 2015 წლის 2 ოქტომბერს მაშინ დააკავეს, როდესაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. აქციის დროს მათ შელაპარაკება დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესათან მოუვიდათ, რის გამოც მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ჯგუფური ხულიგნობა ედებოდათ ბრალად, ხოლო ნიკა ნარსიას ჯგუფური ხულიგნობა ცივი იარაღის გამოყენებით.

ამ საქმეზე მათ პატიმრობაში 3 თვე გაატარეს.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები ყვებიან, რომ ისინი ორი კვირის წინ პროკურატურაში დაიბარეს და აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს, რაზეც სამივე მათგანისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

დღეს კი საგამოძიებო ორგანოში მათ განუცხადეს, რომ დავით ლორთქიფანიძეს მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს საქმის გამოთხოვის თაობაზე.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა ნარსია აცხადებს, მათ მხოლოდ 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

დღის ამბები