06 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ქართული ბრენდი ყველაზე დიდ და პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს

ქართული ბრენდი ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინეს. დიზაინერებისა და კონცეპტუალური აქსესუარების გამოფენაზე წელს პირველად GEPHERRINI-ის ჩანთებიც იყო წარმოდგენილი. ქართული ბრენდი, რომელმაც წელიწადში უკვე შეძლო ორიგინალური ჩანთების საერთაშორისო ბაზარზე გატანა, მოლაპარაკებებს უკვე ამერიკელ ბაიერებთან აგრძელებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული საგამოფენო სივრცე ნიუ იორკში ყოველწლიურად 100-ზე მეტ გამოფენას, სავაჭრო შეკრებასა და ფესტივალს მასპინძლობს.

ყოველწლიური მაშტაბური ბიზნეს შეკრება მანჰეტენზე - 1000-ობით კვადრატულ მეტრზე გადანაწილებულ პავილიონებში - ცნობილი დიზაინერებისა და ბრენდების პროდუქციას აერთიანებს. აქსესუარებსა და სამოსს გამოფენის ფარგლებში, ბაიერებს წარუდგენენ ახალბედა მწარმოებლებიც.

დიზაინერებისა და კონცეპტუალური აქსესუარების გამოფენა ნიუ იორკში ქართული ბრენდის მონაწილეობით 8 იანვარს გაიხსნა.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები