ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება. თუმცა გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. მომხდარ ინციდენტზე მედიასთან ისაუბრა მინდია გოგოჭურის მამიდამ. მისი თქმით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია.
„არიან დაჭრილები, მეტი არაფერი არ ვიცი, მე ორი ვიცი-მინდია და მისი მეგობარი. როგორც ვიცი ტყვიით და მეტი ინფორმაცია არ მაქვს. ინტერნეტის საშუალებით გავიგე თითქოს დასრულდა ოპერაცია, შიგნით არ გვიშვებენ,“-განაცხადა მზეო გოგოჭურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დღეს საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით უკვე დაიწყო.