გირო კრედიტის დამფუძნებელი დღეს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
გიორგი გუგუმბერიძე სამართალდამცველებს ძალადობასა და მის უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს.
დაზარალებული კანონდამრღვევი პოლიციელების პასუხისმგებლობაში მიცემას და გამოძიების დასრულებამდე მათი თანმდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
გირო კრედიტის დამფუძნებლის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ გამოძიება არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ უკანონო დაკავების მუხლებით უნდა დაიწყოს.
ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.
„საქმე მოიცავს რამოდენიმე ტიპის უფლებადარღვევას, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და მოვითხოვთ პროკურატურისგან გამოძიების ჩატარებას. იმ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების გამოვლენას, რომელმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ უკანონო ქმედებებში და პასუხისგებაში მიცემას,“- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.