მთავრობის წევრები და თბილისის მერი გიორგი კვირიკაშვილს ეთანხმებიან. დავით ნარმანიას აზრით, პრემიერმინისტრი დედაქალაქის მაცხოვრებლების მხრიდან გამოთქმულ წუხილს გამოეხმაურა.
„დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ამიტომ პრემიერის დავალება იყო, ჩემი აზრით, დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საკითხი იქნეს შესწავლილი, თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ პრემიერმა უბრალოდ კონკრეტული დავალება მისცა კონკრეტულ უწყებას კანონის დასაცავად.
„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთ რამეზე, კანონის დაცვაზე. იქ არ ყოფილა საუბარი რაღაც სახის კლუბების მხარდაჭერაზე ან პირიქით. საუბარი იყო კანონის დაცვაზე. მე არ ვიცი ამას რა ინტერპრეტაციების მოჰყვა შემდგომ, იქ იყო კონკრეტული დავალება კონკრეტული უწყებების მიმართ კანონის დაცვისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.