06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ველოდებით მხოლოდ კარგ სიურპრიზებს - ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

ვიზალიბერალიზაციის კიდევ ერთი ეტაპი საქართველოსთვის წარმატებით დასრულდა. საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ შემდგომი ეტაპიც ასეთივე წარმატებით წარიმართება და საქართველოს მოქალაქეები მალე უვიზოდ შეძლებენ ევროპაში გადაადგილებას.

მხოლოდ კარგ სიურპრიზებს ელოდება ევროკავშირისგან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით გეგმის მიხედვით მიდის.

„გამოვრიცხავ რაიმე სიურპრიზებს, გარდა კარგი სიურპრიზისა, რომლის შემდგომაც უკვე ევროპარლამენტი უყრის კენჭს. ალბათ ეს მოხდება იანვრის ბოლომდე ან თებერვლის დასაწყისში და შემდეგ უკვე ტექნიკური პროცედურები დარჩება. ამიტომ ჩვენ მივდივართ გეგმაზომიერად და ძალიან მალე ჩვენი თანამოქალაქეები დაიწყებენ ევროპაში, შენგენის ზონაში უვიზოდ სიარულს,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ოპოზიცია ამ წარმატებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო ამ გადაწყვეტილებამ დაიგვიანა. ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ „ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ეს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს“ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველოს პასპორტის ქონა უფრო მიმზიდველი გახდება. 

ავტორი: ნათია გოგსაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები