06 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
ვიზალიბერალიზაცია - საქართველოს ბოლო ნაბიჯები უვიზოდ მიმოსვლამდე

42 ხმით 2 ის წინააღმდეგ ლიბეს კომიტეტმა დღეს მხარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას კიდევ ერთხელ დაუჭირა. ამ ხელახალი პროცედურების გავლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დოკუმენტში მცირედი ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ევროპაში თავისუფალი გადაადგილებით, საქართველოს მოქალაქეები შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ისარგებლებენ.

საქართველოს შესახებ მომხსენებელი მარია გაბრიელი ვარაუდობს, რომ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე თებერვალში გავა. მან დეპუტატებს მოუწოდა, რომ საბოლოო, შიდა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად ძალისხმევა არ დაიშურონ.

თბილისში იმედი აქვთ, რომ პროცედურები სწრაფად დასრულდება და თავმჯომარის ცვლილება ევროკაშირის ინსტიტუციების დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს. ხელისუფლების აზრით, ევროკავშირიდან მხოლოდ კარგ ამბებს უნდა ველოდოთ.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხელისუფლებამ ევროპაში უვიზო მიმოსვლით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები დააინტერესოს.

თუკი ყველა პროცედურა ევროინსტიტუციებში დათქმულ ვადაში დასრულდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შენგენის ზონაში აპრილის ბოლოდან ან მაისის დასაწყისიდან შეეძლებათ, ხოლო უკრაინის მოქალაქეები ამ პრივილეგიით ზაფხულიდან ისარგებლებენ.

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები