ახალი ვირუსის, რომელიც მსხვილფეხა საქონლის სიკვდილს იწვევს, რამდენიმე შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა.
ნოდულარული დერმატიტის პირველი შემთხვევები დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ რაჭაში გამოვლინდა. დაავადება საკმაოდ რთულია და დროული ჩარევის გარეშე მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილს იწვევს. გლეხები ვაქცინაციის ჩატარებას ყველა რეგიონში ითხოვენ.
ნოდულარული დერმატიტის ვირუსის შემთხვევებს ადასტურებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ვეტერინართა დეპარტამენტში ამბობენ, რომ ზომები უკვე მიღებულია, მიმდებარე სოფლებში კი პირუტყვს ვაქცინაცია ჩაუტარდა.
ვაქცინაციის მიუხედავად, სპეციალისტები გარანტიას ვერ იძლევიან, რომ ვირუსი სადმე თავს კიდევ არ იჩენს.
დაავადების გავრცელებას აკვირდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფაოს ექსპერტთა მისია საქართველოში.
უახლოს მომავალში საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტთა მისიის ჩამოსვა იგეგმება. სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას და რეკომენდაციების გაცემას აპირებენ.
ავტორი: ეკა გაგუა