06 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
"მოითხოვე ქართული" - პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ დვანის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც ხილისგან ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა და მშრალი მურაბა მზადდება. გიორგი მარგველაშვილმა კამპანია მოითხოვე ქართული სწორედ ამ საწარმოდან დაიწყო.

კამპანიის მიზანი ქართულ ბაზარზე ადგილიბრივი პროდუქციის პოპულარიზაციაა. ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი შეიძინონ. მისი თქმით, ინიციატივა ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტი დღეს შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში, პროექტის ინიციატორებთან ერთად ჩავიდა. გორში, საგურამოში და ქარელში გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელ 4 საწარმოში იმყოფებოდა.

საქართველოში დამზადებული პროდუქტის პოპულარიზაციის ეს პირველი ეტაპია. პრეზიდენტი კამპანიის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი 

დღის ამბები