რობერტ სტურუამ ზაზა პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის დასიდან დაითხოვა. მომხდარს თეატრში ბიუჯეტის შემცირებით და რეორგანიზაციით ხსნიან. ზაზა პაპუაშვილი, რომელიც ასევე საქართველოს პარლამენტის წევრია, დასის ერთადერთი წევრი აღმოჩნდა, რომელსაც გათავისუფლება შეეხო.
თავად მსახიობს ამ საკთხზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, განმარტება გააკეთა რუსთაველის თეატრის იურისტმა ლაშა გოგინაშვილმა.
"ბიუჯეტი შემცირდა 314 ათასი ლარით, აქედან 300 ათასი ლარი არის სახელფასო ნაწილი. დღის წესრიგში შესაბამისად დადგა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების საკითხი. ბატონი რობერტ სტურუა გახლავთ სამხატვრო ხელმძღვანელი, ნებისმიერ თანამშრომელთან მიმართებაში გადაწყვეტილებას იღებს ბატონი რობერტ სტურუა,“ - განმარტა გოგინაშვილმა.