06 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
სტეფანეს პირველი სოლო კონცერტი "ბუდა ბარში" გაიმართება

სტეფანე საკუთარ მსმენელს 20 წლიანი კარიერის პირველ სოლო კონცერტზე ელოდება. ის თავის მთელ შემოქმედებას ახალი წლის ღამეს ბუდა ბარში წარადგენს.

რეპერტუარში მოხვდა ყველაზე ძველი და ახალი ჰიტებიც. თუმცა, სრულიად ახალი ჟღერადობით. გამოცდილ და ვარსკვლავურ ბენდთან ერთად, ნაცნობი სიმღერების ახალი ვერსიები შეიქმნა.

კონცერტის სპეციალური სტუმარი მაია დარსმელიძე იქნება. ცნობილი ჰიტის, ხელების გარდა, მსმენელი კიდევ ერთ ახალ საერთო სიმღერას მოისმენს.

სტეფანეს ბოლო სიახლეს მსმენელისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერის ახალი ვერსია 2017 წლის პირველი კვირის ყველაზე მოთხოვნად ვიდეოდ იქცა ინტერნეტ სივრცეში.

რუსთავი 2-ის საახალწლო ეთერში სტეფანემ სიმღერა ნიკოლოზ რაჭველის და დათო შამანაურის აკომპანირებით შეასრულა.

პირველ სოლო კონცერტზე სტეფანე სტუმრებს ხვალ საღამოს მიიღებს, 2017 წელს კი კონცერტების გამართვას სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები