ციხისძირიდან, მაგნოლიას ჯიხის ხეს ხვალ ურეკში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ. ამჯერად, გიგანტური ხის ტრანსპორტირება სახმელეთო საშულებით მოხდება. მაგნოლია ამოთხარეს და უკვე გადაიტანეს სატვირთო მანქანაზე, რომელიც ამ დროისთვის ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.
კურიერის კორესპონდენტს, იმ კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხის გადატანას ახდენენ, განუცხადეს, რომ საქართველოს რკინიგზაში წერილი უკვე გაგზავნილია და ნებართვაც მიღებული აქვთ, რომ 13 იანვრის დღის 12 საათიდან 15 საათამდე მოხდება, სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა.
მაგნოლია რიგით მეორე გიგანტური ხეა, რომელიც ციხისძირიდან ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ, შარშან თებერვალში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით სამშენებლო კომპანია ზიმომ ციხისძირიდან ურეკში ტიტის ჯიშის ხე გადარგო.
ფოტოზე: ტრანსპორტირებისათვის გამზადებული გიგნატური მაგნოლია
ავტორი: თეა ვაშალომიძე, რუსთავი 2