01 ოქტომბერი 2024,   08:16
ვრცლად
ქიქოძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

საცხოვრებელი სახლი დაიწვა ქიქოძის 6 ნომერში. ცეცხლი გვიან ღამით შენობის მეოთხე სართულზე, სხვენში გაჩნდა და მესამე სართულზეც გავრცელდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაიწვა იქ მდებარე რამდენიმე ბინა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამ დროს იქ არავინ იმყოფებოდა. ხანძარის ლიკვიდაცია დილის 5 საათზე მოხერხდა, ადგილზე 13 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

დღის ამბები