სოფელ მოხეს სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართავს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მოითხოვს ომბუდსმენის აპარატმა დაადგინოს იყო თუ არა დისკრიმინაციული მობყრობა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ერთ-ერთი მოსწავლისადმი.
საქმე ეხება დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტს. როგორ სოფელ მოხეს სკოლის მე-12 კლასელი ჰყვება, დირექტორმა მას სკოლაში თავსაბურავის გარეშე სიარული მოსთხოვა.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის თანახმად, ვაპირებთ თეონა ბერიძის სახელით მივმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს და მისგან მოვითხოვოთ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.