ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრის შეფასებით, საქართველოში შრომითი ურთიერთობა და პირობები ძალიან მძიმეა.
EMC კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ შრომითი უფლებების კუთხით პრობლემები განსაკუთრებით ინდუსტრიისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის კუთხით არის.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მომსახურების სფეროში, სადაც მთავარ პრობლემად დაბალი ანაზღაურება და არანორმირებული შრომა სახელდება.
ვითარების გამოსწორების მიზნით EMC აუცილებლად მიიჩნევს გაძლიერდეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი.