"ეროვნული ბანკი მიცვალებულია" - ამ სახელწოდებით ეროვნულ ბანკთან საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა მდუმარე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები შენობასთან ტრასფარანტებით სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ. ისინი ასევე აქციას სამგელოვიარო მუსიკის თანხლებით მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეების თქმით, ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა საფინანსო კომპანიის საქმიანობას წლების განმავლობაში, რის შედეგადაც დაზარალდა 2600-ზე მეტი მეანაბრე. ისინი ეროვნულ ბანკს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ეროვნულ ბანკს საფინანსო კომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლა შეეძლო.
აქციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და შედეგებს უნდა დაველოდოთ.
“ჩვენ ვლაპარაკობთ კრედიტორებზე ამ შემთხვევაში და არა მეანაბრეებზე. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 30 იანვარს არის ჩანიშნული.