06 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
გარემოსდამცველების აზრით ციხისძირიდან ხის გადატანა არაფორმალური მმართველობის შედეგია 

ციხისძირში ხის გადატანის სამუშაოებს ეხმაურებიან გარემოს დამცველები და არაფორმალური მმართველობის შედეგებზე მიუთითებენ. ნაწილი კი მიუთითებს ისეთ კანონმდებლობაზე, რომელიც სპეციალისტების თქმით,  ასეთი ტიპის ხეებს არ იცავს გადაადგილებისგან.

“ვცდილობთ ამ სტატუსის არქონის დროს რაღაცნაირად მოვახერხოთ და როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება განვაწყოთ ამ ხეების მიმართ უფრო მეტი სიფრთხილით,“- განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა.

მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტის ირაკლი კუპრაძის თქმით, ის რაც ციხისძირში ხდება, აშიშვლებს იმ პოლიტიკურ სოციალურ მდგომარეობას, რაც საქართველოშია.

“ის რაც დღეს ციხისძირში და ზოგადად ჩვენს სახელმწიფოში ხდება სრულიად გაუგონარია და აშიშვლებს იმ პოლიტიკურ სოციალურ მდგომარეობას, რაც საქართველოშია. საუბარია იმაზე რომ ფულით ერთმა ადამიანმა შეძლო ეყიდა ყველაფერი, ადამიანების ეზოები, სახლები ხეები და გადაეტანა თავის სახლ-კარში“ - აღნიშნა კუპრაძემ.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.    

დღის ამბები