კიდევ ერთი ხე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც მცენარე, რომელმაც ზღვა გადაცურა. ზიმო კომპანიაა, რომელიც სამუშაოებს ასრულებს და გამოცდილება უკვე მიღებული აქვს, ამიტომ სპეციალური გზის გაყვანა, სარკინიგზო ხაზების ჩაჭრა და შესაბამისად მატარებლების მიმოსვლის შეფერხება უკვე გაცილებით ოპერატიულად ხდება. ხეების გადამტანებს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი ექნებათ, რადგან როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილი კიდევ 9 მცენარის გადარგვას გეგმავს საკუთარ ეზოში.
ადგილობრივი ოპოზიცია და გარემოსდამცველები ყოფილი პრემიერისთვის კომფორტის შესაქმნელად სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე და არაფორმალური მმართველობაზე მიუთითებენ.
საქართველოს რკინიგზაში კი განმარტავენ, რომ ყველა ხარჯს ქართუ ჯგუფი დაფარავს. მსგავსი გადაზიდვისთვის ელექტროსადენების ჩახსნა და მონაკვეთის გადაკეტვა უწყებისთვის უჩვეულო არაა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს, სადაც აჭარიდან მრავალწლოვანი კიდევ 9 ხის გადატანა იგეგმება. ამჟამად შეკვეთილისკენ დაძრული ხის მოგზაურობა უამინდობის გამო დროებით შეჩერებულია.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.