06 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლების განადგურებაში უკვე არქეოლოგებიც მონაწილეობენ

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ძეგლების განადგურებაში უკვე არქეოლოგებიც მონაწილეობენ. ახალი ათონის მუზეუმში ადგილობრივმა სპეციალისტებმა უძველესი ძეგლის ფრაგმენტები გადაიტანეს, რომელიც კედლიდან ელექტრო ბურღით მოანგრიეს. განადგურებამდე კედელს მე-19 საუკუნის ბოლოს ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსში მცხოვრების ბერების მიერ გაკეთებული მე-6 მე-7 საუკუნის ფიგურალური და ჩუქურთმიანი რელიეფები ჰქონდა. სოციალურ ქსელში დღეს ფოტოები გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს ტაძრის დაზიანებული კედელი და უნიკალური ქვები.

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაზიანების შესახებ ინფორმაცია აქვთ ძეგლთა დაცვის სააგენტოში, თუმცა ისტორიული ძეგლის გადასარჩენად ზომებს ვერ ატარებენ. სააგენტო ახალა ათონში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის გაგზავნას საერთაშორისო ორგანიზაციებში აპირებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში უნიკალური ისტორიული ძეგლის დაზიანების საკითხის დაყენებას გალის მოლაპარაკებებზე გეგმავს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს საქართველოს მთავრობისგან ძეგლების გადარჩენის მიზნით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იუნესკოს სპეციალისტების მიერ მონიტორინგის ჩატარება მოითხოვა.

ავტორი: დავით კაკულია.

დღის ამბები