06 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი განახორციელოს

აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურებას საპატრიარქო ეხმაურება.

საპატრიარქო ადასტურებს, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9 საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი დანგრეულია და რომ ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

ამ ფაქტს საპატრიარქო საგანგაშოდ მიიჩნევს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რადგან ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ ძეგლების დაცვა-რესტავრაციის საშუალება, იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი.

"ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები