06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ. როგორც რუსთავი 2-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმები დღის მეორე ნახევარში მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ გოგოჭურს და მის მეგობარს რამდენიმე დღის წინ ცეცხსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა თავდამსხმელი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

დღის ამბები