06 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ხეების გადატანის ახალი ტალღა - ქვემო ნატანებიდან 10-მდე ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი დაიწყო

დღეს დილიდან სოფელ ქვემო ნატანებში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიიდან, დაახლოებით 10-მდე ასწლოვანი ხის გადატანის სამუშაოების სამზადისი მიმდინარეობს, მათ შორის არის ცაცხვის ხეებიც.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, ამწეები, თვითმცლელი მანქანები და მიმდინარეობს ტერიტორიის მასიური თხრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება. რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფისთვის არ წარუდგენიათ ის დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობს ხეების გადატანის პროცესი.

აღნიშნული ხეებიც შეკვეთილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. 

 

დღის ამბები