06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ივანიშვილისთვის ხის გადასატანად ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეების გადაბელვა გრძელდება

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეებისთვის ტოტების მოჭრა გრძელდება. ციხისძირის მონაკვეთზე მოჭრილია ერთი ნაძვიც. სპეციალისტები, რომლებიც ამ სამუშაოებს ახორციელებენ ამბობენ, რომ ხეების მოჭრა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ხდება, რადგან ისინი ხელს უშლიან მრავალწლოვანი გიგანტური ხეების გადატანას აჭარიდან გურიაში.

საპირისპიროს ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ოპოზიცია ყოფილ პრემიერს ხეების გატანის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციით იმუქრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები