ორ დღეში ქვეყენაში ლარიზაციის სქემა ამუშავდება. უკვე განსაზღვრულია იმ მომხმარებელთა კრიტერიუმები, რომელთა სესხის სუბსიდირებასაც სახელწიფო მოახდენს, თუმცა უცნობია ბანკები სესხის ლარში გადატანისას რა პროცენტს შესთავაზებენ მომხმარებლებს და საერთოდ რამდენად მომგებიანია გალარება.
მოქალაქეებს, რომლებსაც სესხები 2015 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ აღებული და მათი წლიური შემოსავალი 100 ათასს არ აღემატებოდა, სესხის დოლარიდან ლარში გადაყვანის შემთხვევაში, კურსის სხვაობიდან 20 თეთრს ბიუჯეტი დაუფარავს. თანხას ბანკებს სახელმწიფო გადაურიცხავს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანი ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ამ პროგრამისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. გალარება ერთჯერადი და ნებაყოფლობითია.
ახალ პროგრამას ეკონომიკის ექსპერტები სკეპტიკურად უყრებენ. მათი შეფასებით, გალარებამ შესაძლოა სესხების საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვიოს, რაც მოქალაქეებისთვის ნაკლებად შეღავათიან პირობებს შექმნის.
ამ დროისთვის სესხი, რომელსაც გალარება შეეხება სულ 33 ათასია. პროგრამა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გალარების ამოქმედებიდან 5 დღის განმავლობაში მოქალაქეები, რომლებსაც ეს სიახლე შეეხებათ, შეტყობინებებს მიიღებენ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.