06 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრმა მესხეთის ქუჩაზე 103-ე საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მესხეთის ქუჩაზე 103-ე საჯარო სკოლა გახსნა. აქ მდებარე ძველი ავარიული შენობა სამი წლის წინ დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი აშენდა. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზეც.

შენობის გახსნას პრემიერთან ერთად, განათლებისა და სპორტის მინისტრები დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ახალი პროექტის ჯანსაღი თაობის დაწყების შესახებ განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტი ყველა სკოლაში განხორციელდება. პირველი მემორანდუმი კი განათლების და სპორტის სამინისტროებმა 103-ე საჯარო სკოლასთან გააფორმეს.

„ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა და ჩვენ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ასევე სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული ამ მიმართულებით,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები