ეროვნული მნიშვნელობის საკითხების ხუთეულში ბოლო 5 წელია სტაბილურადაა სამუშაო ადგილები, ინფლაცია, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას, ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიულ მთლიანობას და პენსიებს ასახელებს.