საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები. შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩატარებულ კვლევას ასაჯაროებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური ვითარებას და უმუშევრობას კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.
კვლევის თანახმად გამოკითხულთა 66% თავს უმუშევრად თვლის, ხოლოდ 82% მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა.
„წინა კვლევის მსგავსად გამოიხატა, რომ მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმება, მზარდი ფასები და სიღარიბე. 66% თავს უმუშევრად თვლის. მხოლოდ მესამედი თვლის, რომ 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომაროება გაუმჯობესდა.
2012 წლის შემდეგ 82% ამბობს, რომ მათ ოჯახებში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი პარლამენტში მეტი ქალის აუცილებლობაზეც საუბრობს,“-განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC - საქართველოს პრეზიდენტი კობა თურმანიძე აცხადებს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა და საკითხი არ შეცვლილა და ის კვლავ მნიშვნელოვნად რჩება.