იგორ გიორგაძე ინტერნეტ გამოცემის წინააღმდეგ - ყოფილი უშიშროების მინისტრი ლაშა ტუღუშს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.
საქმე ეხება ინგლისურენოვან ინტერნეტ გამოცემაში იგორ გიორგაძეზე დაწერილ სტატიას სათაურით - საზოგადოების ნომერ პირველი მტერი, რამაც რუსეთში მყოფი უშიშროების ყოფილი მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია.
ის გამოცემის რედაქტორისგან, ლაშა ტუღუშისგან სტატიის სათაურის შეცვლას და სტატიაში მოყვანილი ფაქტების გასწორებას ითხოვს.
ლაშა ტუღუში გიორგაძის მოთხოვნას არ ეთანხმება. რედაქტორმა საქალაქო სასამართლოში დღეს შესაგებელი შეიტანა.
„იგორ გიორგაძე, პირველ რიგში, გაღიზიანდა იმ სათაურით, რომელიც ჰქონდა პუბლიკაციას. სათაური იყო - ის არის საზოგადოების მტერი ნომერი პირველი. ეს არის ცნობილი ფრაზა, როდესაც ბევრ ქვეყნაში ასეთი ტიპის შემთხვევებისთვის იყენებენ, როდესაც საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან. პრობლემა არა მხოლოდ სარჩელშია, რომელიც მან სასამართლოში შეიტანა, არამედ ის აპირებს დაბრუნდეს საქართველოში, ეს არის ერთი დიდი რუსული გეგმის ნაწილი,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.