09:00 საათიანი კურიერის შემდეგ მეგა პროექტ ნიჭიერის მესამე ნახევარფინალური შოუ დაიწყება. პირდაპირ ეთერში მაყურებლის წინაშე წარსადგომად კონკურსანტები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე ემზადებიან.
გულშემატკივრების წინაშე დღევანდელ შოუში 9 კონკურსანტი წარდგება. მაყურებელი დღესაც ნახავს, როგორც ქართველ კონკურსანტებს, ასევე შოუს საერთაშორისო კონკურსანტებს.
თითოეული მათგანი შესარჩევი ეტაპისგან განსხვავებული ნომრით წარდგება მაყურებლის წინაშე.
„უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე არიის შესრულებას, რადგან არ მინდა გავუმტყუნო იმედები იმ ადამიანებს, ვინც ამხელა ემოციები გამოხატეს ჩემ მიმართ“ - აცხადებს ნიჭიერის მონაწილე თამარ ყაველაშვილი.
რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურზანიას თქმით, დღევანდელ შოუში მაყურებელი იხილავს ექსტრემალურ, გასართობ და მუსიკალურ ნომრებს.
დღევანდელი საღამო გადამწყვეტია 9 კონკურსანტისთვის, რადგან დღეს გაირკვევა, რომელი 2 კონკურსანტი გადავა ფინალურ შოუში.