ასწლოვანმა მაგნოლიამ ტიტას მსგავსი მარშრუტი გაირა და შეკვეთილში დღეს მიიტანეს. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მისი ტრანსპორტირება დენდროლოგიურ პარკში მოხდება. გიგანტური ხის ნაპირზე გადმოსატანად სპეციალური ტექნიკა მუშაობს.
220 ტონისა და 37 მეტრის სიმაღლის მცენარე ნაპირზე ტრანსპორტირებას ციხისძირიდან ორ დღეს ელოდა. მაგნოლიას ტრანსპორტირების დროს, ჯანსაღი მცენარეების გაჩეხის გარდა, მძიმე ტექნიკამ დღეს ბობოყვათში წლის სისტემაც დააზიანა.
ჩაის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე 10-მდე ცაცხვის ხეს შეკვეთილში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. დღეს რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება არ მისცეს.
აჭარაში ხეების გადატანას ოპოზიცია აპროტესტებს და საპროტესტო აქციებისათვის ემზადება.
მწვანე მუშტის წევრები უწყებებს ხეების გადატანის მონიტორინგს და ციხისძირში ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვს.
გარემოს დაცვის სამინისტროში კი განმარტეს, რომ ხეების გადატანის პროცესი კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობს.
აჭარიდან გურიაში კიდევ 50 ხის გადარგვა იგეგმება. ტიტასა და მაგნოლიას შემდეგ, შეკვეთილში ორ კვირაში ფიჭვის ხის ტრანსპორტირება დაიწყება.
ავტორი: შოთა კიკნაძე, თეა ვაშალომიძე, ლადო მენაბდე.