06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
NDI-ის კვლევა - საზოგადოების განწყობები და პოლიტიკური შეფასებები

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა არჩევნების შემდეგ, პირველი კვლევის შედეგების ნაწილი დღეს გამოაქვეყნა.

ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები ამჯერადაც უცვლელი რჩება. გამოკითხულთა სრული უმრავლესობა მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, რასაც ინფლაცია, სიღარიბე, პენსიები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მოჰყვება.

მმართველი გუნდისთვის ამ გამოკითხვის შედეგები მისაღები არ არის და ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშს უნდობლობას უცხადებს.

მოსახლეობის განწყობები მკვლევარებმა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გამოიკითხეს, სავალუტო კრიზისის შედეგად განწყობების გაცილებით მკვეთრ ასახვას ოპოზიცია შემდგომ კვლევებშიც ელოდება. ოპონენტები აცხადებენ, რომ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გეგმა ხელისუფლებას არ გააჩნია და მეტიც, ამ სირთულეების შექმნას თავად უწყობს ხელს.

NDI-ს ანგარიშის მიხედვით, სტაბილურად დიდია ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი და 72% შეადგენს, 61%-მდე შემცირდა ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა. ცალსახად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მომხრე კი მხოლოდ 12%-ია. კვლევის ავტორები მიუთითებენ იმაზეც, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა შორის ნაციონალური მოძრაობის მომხრე სხვა პარტიებთან, მათ შორის ქართულ ოცნებასთან შედარეით მეტია.

კვლევის შედეგები ადგილობრივი თვითმმართველობებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დეფიციტსა და ქალთა პოლიტიკაში ჩართვის მცირე მასშტაბებზე მიუთითებს. პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევის ნაწილს NDI ორ დღეში გაასაჯაროებს. კვლევის შედეგების ცდომილება 1.8 %-ია.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, ნატა კვირჩილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები