06 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ე.წ. კაბელების საქმე - დატოვებენ თუ არა საპატიმრო დაწესებულებას ბრალდებულები რამდენიმე დღეში გაირკვევა

ე.წ. კაბელების საქმე დასასრულს მიუახლოვდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ. თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ მათ ან უნდა შეცვალონ ან ძალაში უნდა დატოვონ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დამნაშავეებად სცნეს.

მოსამართლეები დღეს 3 საათის განმავლობაში სწორედ მსჯავრდებულების საბოლოო სიტყვებს ისმენდნენ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მტკიცებით დანაშაული, რომელსაც მათ ედავებიან საერთოდ არ მომხდარა.

ბრალდებულებმა ვრცლად იმ სადავო გარიგებაზეც ისაუბრეს, რომლის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ თავისუფლება 7 წლით აღუკვეთა. პროკურორი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა კოლეგია 7 წლიანი პატიმრობის განაჩენს არ შეცვლის.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები 2014 წლის ოქტომბერში, უწყების ხელმძღვანელის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს დააკავეს.

დატოვებენ თუ არა საპატიმროს კაბელების საქმეზე ბრალდებულები რამდენიმე დღეში გაირკვევა. კოლეგია განაჩენის გამოცხადების თარიღს მხარეებს ერთი დღით ადრე აცნობებს.

ავტორი:დავით ქაშიაშვილი ირაკლი კუპატაძე, ირაკლი ოქრაძე, ნათია ბუცხრიკიძე.

 

დღის ამბები