06 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
გიგანტური მაგნოლია გურიაშია - 10-მდე ცაცხვის ხეს ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ

შავ ზღვაში თითქმის სამ საათიანი მოგზაურობის შემდეგ მაგნოლიის გიგანტური ხე გურიაშია. ასწლოვანი ხე სპეციალური ტექნიკის დახმარებით, შეკვეთილში იმ ტერიტორაიზე გადაიტანეს, სადაც დენდროლოგიური პარკი უნდა გაშენდეს.

მაგნოლია ტიტას გვერდით დარგეს, რომელიც ციხისძირიდან შარშან გადმორგეს. ხეების გადასატანად მძიმე ტექნიკა გვიანობამდე მუშაობდა ნატანებშიც.

ჩაის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე 10-მდე ცაცხვის ხეს შეკვეთილში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. მისი განთავსება დენდროლოგიური პარკის მახლობლად არსებული ტბის ირგვლივ უნდა მოხდეს.

სულ ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან დასავლეთ საქართველოს სხვადსხვა კუთხიდან ასამდე ხის გადატანა იგეგმება.

დღის ამბები