06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ციხისძირიდან შეკვეთილში ხეების გადატანის პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ

ციხისძირიდან შეკვეთილში ხეების გადატანის პროცესს ნაციონალური მოძრაობის წევრები აპროტესტებენ. ისინი დღეს იმ ხეებთან შეიკრიბნენ, რომლებიც უკვე მზადაა გურიაში წასაღებად. ამჯერად, გადასატანად მაგნოლიისა ევკალიპტის ხეები მოამზადეს.

პროცესს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები აპროტესტებენ. დღეს მათ აქცია მოაწყეს და ხეებზე წარწერები გააკრეს, რომლებზეც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებებია ასახული.

აქციის მონაწილეებს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ზიმოს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, ხეები კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დგას. ტერიტორიის მფლობელი კომპანია სასტუმროს მშენებლობას გეგმავს და ფართობის გათავისუფლება გზის მშენებლობისთვის იყო აუცილებელი.

დღის ამბები