06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
კომერციული ბანკები სესხის გალარების მსურველებისთვის პროცენტს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ

ბანკები კლიენტებს გალარების საკითხზე უახლოეს დღეებში კლიენტებს დაუკავშირდებიან. მსესხებლებს ფილიალებში მისვლისა და პირობების ადგილზე გაცნობის საშუალება უკვე აქვთ.

ტერაბანკში განაკვეთის დადგენაზე ჯერ კიდევ მუშაობენ, ხოლო საქართველოსა და TBC ბანკებში, გალარებული სესხების განაკვეთი 10 პროცენტის ფარგლებში იქნება.

„პრინციპში, მზად ვართ, რომ დავიწყოთ ეს გალარების პროცესი. პროცენტს რაც შეეხება, კლიენტების მიხედვით, ოდნავ განსხვავებული იქნება ახლა ზუსტ განაკვეთებზე ვმუშაობთ, რომელ კლიენტს რა განაკვეთი შეიძლება შევთავაზოთ,“ - აცხადებს ტერაბანკის საკრედიტო სერვისების განყოფილების უფროსი.

ავტორი: თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები