საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ ძალაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების, გადასინჯვის თუ გაუქმების საკითხს, ასევე მტკიცებულებების დასაშვებობის და საქმის არსებით განხილვაზე გადაგზავნას განიხილავდნენ.
საუბარია რიტუალურ მკვლელობაზე, რომელიც ოქტომბერში მოხდა. ეს არის ერთადერთი საქმე, სადაც შესაძლოა, კანიბალიზმიც იკვეთებოდეს. თუმცა, დაკავებულები თავად რიტუალურ მკვლელობას არ აღიარებენ.
დაკავებული სასამართლო პროცესზე აღნიშნავს, რომ მარიამის დედის მკვლელობას იდეოლოგიური შეხედულებების განსხვავების გამო მოხდა.
მოსამართლის შეკითხვას, დღესაც თვლის თუ არა, რომ მარიამი დედის გარეშე უკეთ იქნება, ბრალდებული პასუხობს, რომ „არა, არ ვთვლი ასე. აფექტურიც იყო, ბევრი გვერდითი მოვლენები ახლდა, ნაკლებად ვიფიქრე, რა მოჰყვებოდა ამას“.
მოკლული ლუბა ყოჩიაშვილის შვილი მომხდარს ხსნის იმით, რომ დედა მასზე ძალადობდა როგორც „ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად“. მისი თქმით, ბევრი ადამიანი, მათ შორის ნათესავები, დაადასტურებენ ძალადობის ფაქტს. ბრალდებული სასამართლოს სთხოვს, „გაითვალისწინოთ, რომ მაწამებდნენ. დღემდე მაქვს სხეულზე შრამები“.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ედებათ.