06 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის დაცვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით ბორის ჩაგუნავას წინასასამართლო სხდომა ჩატარდა დღეს საქალაქო სასამართლოში.

ჩაგუნავას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, ან ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენა შენახვას გულისხმობს.

ბორის ჩაგუნავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს საშიშ ადამიანად არ ცნობს.

პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და დაცვის მხარის შუამდგომლობა, მისთვის აღმკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. 

დღის ამბები