06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წევრ ქვეყანათა ხელისუფლების სამი ნაწილი - სასამართლო, პარლამენტი და პროკურატურა, შეაფასა.

ანგარიშში პოზიტიურად შეფასებულ ნაბიჯებს შორის იყო რეკომენდაცია მოსამართლეებსა და პროკურორებში კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების შესახებ.

„ჩვენ შევიმუშავებთ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მარტში, განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. ამ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში ასახული იქნება ყველა ის რეკომენდაციები, რასაც GRECO სახელმწიფოს აძლევს და რეკომენდაციას უსახავს,“ - აცხადებს ანტიკორუფციული სამდივნოს ხელმძღვანელი, ზურაბ სანიკიძე. 

დღის ამბები