06 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რკინიგზას "წამგებიან ორგანიზაციას" უწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის სატრანსპორტო გადაზიდვების შემცირებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ტვირთბრუნვამ 2012 წლიდან 49%-ით იკლო და ისინი ხელისუფლებას ამ პროცესში ჩართვას, ხოლო ხელმძღვანელობას ტვირთების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს რკინიგზა არის ყველაზე მეტად განუვითარებელი სახელმწიფო ორგანიზაცია. იქ არსებული მდგომარეობა ხელს უწყობს მონოპოლიური სისტემების არსებობას, არის კორუფციული სქემებიც და სამწუხაროდ, ყველაზე არაგამჭვირვალე უწყებად იქცა საქართველოს რკინიგზა,“ - განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ.

საქართველოს რკინიგზა ამ ბრალდებებ უარყოფს და იმ ადამიანებს, ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს რკინიგზის შესახებ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია, ტყუილში ადანაშაულებს. 

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები