06 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, რომ რკინიგზაში იყოს ლობირებული თემებიც ქვედა დონეებზე - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის აზრით, HUB Georgia-სა და სხვა არასამთავრობოების მიერ გაცხადებული ბრალდებები რკინიგზის წინააღმდეგ გადაჭარბებულია. ის აცხადებს, რომ პრობლემები რკინიგზაში არის, თუმცა არა ისეთი მძიმე, როგორც ამას არასამთავრობოები წარმოაჩენენ.

„შავი სალარო იყო ადრე და ეს შავი სალარო ჩვენი მოსვლის შემდეგ გაუქმდა ფაქტორბრივად, თუმცა რკინიგზაში არის რეალური, ობიექტური პრობლემები. კორიდორის კონკურენტუნარიანობა დაეცა, სამწუხაროდ. ნავთობის გადაზიდვა ახლა უფრო ხდება მილებით ანუ ნავთობის კომპონენტი ამოვარდა ყველაფერ ამიდან და ტენდენციები კლების აი, ამ ობიექტური პრობლემებიდან გამომდინარე განვითარდა. მე არ ვამბობ, რომ არ საჭიროებს რეფორმირებას, არც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ იყოს გარკვეული ლობირებული თემებიც ქვედა დონეებზე, არა ზედა დონეზე,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები