06 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
სწორედ ასეთ ჩაკეტილ დარგებში ხდება უკუსვლა - პეტრე ცისკარიშვილი საქართველოს რკინიგზაზე

ოპოზიციის აზრით, საქართველოს რკინიგზაში არის უარყოფითი ტენდენციები და ფაქტები, რომლებიც კითხვის ნიშნებს აჩენს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ რკინიგზა გაუმჭვირვალედ იმართება.

„რკინიგზა იმართება გაუმჭვირვალედ, არაკომპეტენტური ადამიანების მიერ. ისინი არ არიან ფოკუსირებული რკინიგზის გადაზიდვების სერვისის გაუმჯობესებაზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რატომაც უფასურდება ჩვენი ეროვნული ვალუტა იმიტომ, რომ სწორედ ასეთ დარგებში, ჩაკეტილ დარგებში, ნეპოტიზმითა და კორუფციით დაბურულ სფეროებში ხდება უკუსვლა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები