06 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
რკინიგზის პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უწყებაში შრომის უსაფრთხოება არ არსებობს

დღეს HUB Georgia-ს პრესკონფერენციაზე პროფკავშირების წარმომადგენელმა შრომის უსაფრთხოების არარსებობასა და ნეპოტიზმზე ისაუბრა. მისი თქმით, შარშან 5 ადამიანი გარდაიცვალა.

"2016 წელს 5 გარდაცვლილი გვყავს და უამრავი დაშავებული ადამიანი. ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით არის პრობლემები, აქ არის ზეწოლის, პროფკავშირული ნიშნით დევნის, ნეპოტიზმის ნიშნები,“ - განაცხადა რკინიგზის ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა, ვიტალი გიორგაძემ.

ამაზე რკინიგზაში უპასუხეს, რომ უწყებაში შრომის ინსპექტორები შეიყვანეს და კიდევ უფრო გაუმჯობესდება ამ მხრივ ვითარება. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ისინი ევროდირექტივებს გაწერილი განრიგის მიხედვით ასრულებენ.

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები