ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია. ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების საქმეზე 2 პირია დაკავებული. ორივე მათგანი დანაშაულს აღიარებს. დაკავებულები 1995 წელს დაბადებული პირები არიან.
ინფორმაცია შსს-მ რუსთავი 2-თან საუბრისას დაადასტურა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.