06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ოპოზიცია თედო კობახიძის საკითხის გადაწყვეტას დროულად ითხოვს, მაგრამ პროცესი არ ჩქარდება

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება. საკრებულოს თავმჯდომარის პასუხს ოპოზიცია რამდენიმე კვირაა, ელოდება. რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად, რომელზეც დეპუტატებმა თედო კობახიძის უფლებამოსილების შესახებ უნდა იმსჯელონ, ოფიციალური მიმართვა ჯერ კიდევ 27 დეკემბერს დარეგისტრირდა. დოკუმენტს ხელს 14 დეპუტატი აწერს, ქართული ოცნების წევრმა კი ამის შესახებ არაფერი იციან.

რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღი ოფიციალური მიმართვიდან 7 დღის ვადაში უნდა დადგენილიყო.

ოპოზიცია თედო კობახიძის საკითხის გადაწყვეტას, რაც შეიძლება, დროულად ითხოვს. ოპონენტები ფიქრობენ, რომ მისი დატოვება თანამდებობაზე დაუშვებელია, რადგან იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტები არსებობს.

იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის 5-მა თანამშრომელმა კობახიძე ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშაულა. ამ ბრალდებების დროს თედო კობახიძე შვებულებაში გავიდა. შვებულების ვადა ამოიწურა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე დღეს არც საკრებულოში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები