ბრალდებული თითქმის 40 წუთის განმავლობაში ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას, რომ ირმა ყოჩიაშვილზე ის ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს და მას დედის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მოტივად ბექა შენგელია მეგობარი გოგონას დედის იდეოლოგიურ შეხედულებებს ასახელებს. ბექა შენგელიამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, არასრულწლოვანი გოგოს შესახებაც ისაუბრა, რომელსაც, მისი მტკიცებით, მკვლელობასა და კანიბალიზმში მონაწილეობა არც მას მიუღია.
ირმა ყოჩიაშვილი თავს დამნაშავედ ცნობს და მომხდარის მიზეზად დედის მხრიდან მასზე ძალადობას ასახელებს.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ სახელმწიფო ბრალდება კიდევ ერთ პირს ეძებს. პროკურატურისთვის მისი ვინაობა უცნობია, თუმცა სახელმწიფო ბრალმდებელი ირწმუნება, რომ რიტუალურ მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს.
ბრალდებულები საქმეში არსებულ თითქმის ყველა გარემოებას ეთანხმებიან, გარდა რიტუალური მკვლელობისა.
თითქმის 5-საათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატი ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
გახმაურებულ საქმის ადვოკატებიდან არცერთი მედიასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი