დღეს საქართველოს რკინიგზა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. ბრალმდებლური განცხადებები მათ HUB Georgia-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააჟღერეს. მათი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ტვირთბრუნვა მკვეთრად არის შემცირებული. ისინი საქართვეოლს რკინიგზაში მთავრობასთან დაახლოებეული პირების კონკრეტულ ინტერესებზეც საუბრობენ.
უწყებაში ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბრალმდებელი არასამთავრობოები ხშირად ცრუობენ მსგავს საკითხებზე.
კონფერენციაზე გაკეთებულ განცახდებებს გია ხუხაშვილი გადაჭარბებუყლად მიიჩნევს. იგი გადაზიდვები შემცირებას კი რამდენიემე გარე ფაქტორს უკავშირებს.
საქართველოს რკინიგზაში პრობლემებს შორის პროფკავშირების წარმომადგენელი შრომის უსაფრთხეობსი სატნადარტის დაღრვევასა და ნეპოტიზმს ასახელებს.
საქართველო რკინიგზაში ამბობენ, რომ შრომის ინსპექტორები უწყებაში საკუთარი სურვილით შეიყვანეს, რამაც უსაფრთხოების დონე უნდა აამაღლოს, ხოლო ევროდირექტივებს, მათი განცხადებით, გაწერილი გეგმის მიხედვით ასრულებენ.
საპირისპიროს ამტკიცებდნენ დღეს HUB Georgia-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. ორგანიზატორების განცხადებით, რკინიგზა დეცენტრალიზაციას საჭიროებს და ადვოკატირების კამპანიის დაწყებას აპირებენ იმისთვის, რომ რეფორმა ასოცირების შეთანხმებით აღებული ველდებულებებით განხორციელდეს.
ავტორი: სოფო ზურაბიანი