დიდუბე-ახმეტელის თეატრის მეტროს ხაზზე დღეს ერთი საათის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება ცარიელი ვაგონის გადაადგილებამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, დეპოში შემავალი მატარებელი დაზიანდა, რის გამოც 18:45-დან 19:50-მდე მგზავრთა გადაადგილება შეფერხდა.
ამ დროისთვის ორივე ხაზის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.