არა გაზპრომს!-ამ მოწოდებით აქცია გაიმართება დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ღონისძიების ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება. მათი შეფასებით, გაუგებარია რატომ ზრდის ხელისუფლება ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე და რატომ აყენებს ქვეყანას წამგებიან მდგომარეობაში.
აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას და არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი აქცია მომავალშიც გამართონ.
„აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რომ მარტივად თქვით არა, მაგრამ მანამდე სანამ არას იტყვით გვაჩვენეთ საერთოდ რაზე თანხმდებოდით, ხელშეკრულება გაასაჯაროეთ, იმიტომ, რომ დრეს ჩვენ არაფერი არ ვიცით. ენერგოუსაფრთხოება, ენერგომომარაგება, ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ გარდა მთავრობაში მოკალათებული პირებისა, არ იციან არაფერი იმის შესახებ რა წერია ამ ხელშეკრულებაში,“-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.